შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურს-ფესტივალი – ახალი გამოცდილება და წარმატება

 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობა
ქალაქ თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, გაიმართა შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურს-ფესტივალი, რომელმაც 700-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა. კონკურს-ფესტივალში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მუსიკოსები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე უცხოეთიდან – საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდანა და თურქეთიდან.
აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობდნენ სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეები: ელენე სულაშვილი, გიორგი ნადირაძე და საბა გულიაშვილი (პედაგოგი – ელზა როსტევანიშვილი).
მოსწავლეებმა ღირსეულად წარმოადგინეს სასწავლებელი და ფესტივალის დასასრულს სამახსოვრო დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების, პროფესიული ზრდისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს წარმატებულ მონაწილეობას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საინტერესო მუსიკალურ პროექტსა და შემოქმედებით წარმატებას!
 
 
 
 

წარმატება საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XV რეგიონულ კონკურსზე

 წარმატება საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XV რეგიონულ კონკურსზე
2026 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XV რეგიონული კონკურსის გალა კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოვება.
კონკურსი ჩატარდა სქართველოს მუსიკალური საზოგადოების მიერ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
კონკურსზე დიდი წარმატება მოიპოვეს გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეებმა:
უმაღლესი ხარისხის დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცა VIII კლასის მოსწავლე საბა გულიაშვილს (პედაგოგი ელზა როსტევანიშვილი), რომელმაც გალა კონცერტზე შეასრულა რახმანინოვის პრელუდია სოლ მინორი
 ნატალია ბეგლარიშვილი – III კლასი, პედაგოგი დალი ნასუაშვილი- I ხარისხის დიპლომი.;
 ბარბარე ფანიაშვილი – V კლასი, პედაგოგი დალი ნასუაშვილი- I ხარისხის დიპლომი.
 ელენე სულაშვილი – V კლასი, პედაგოგი ელზა როსტევანიშვილი- I ხარისხის დიპლომი.;
 გიორგი ნადირაძე – V კლასი, პედაგოგი ელზა როსტევანიშვილი- I ხარისხის დიპლომი.;
 საბა გულიაშვილი – VIII კლასი, პედაგოგი ელზა როსტევანიშვილი- I ხარისხის დიპლომი;
 მარიამ ზანიერი-VIII კლასი, პედაგოგი ფატი სადაღაშვილი, კონცერტმაისტერი მთვარისა ბერძნიშვილი- I ხარისხის დიპლომი.
გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი მიღწეული წარმატებისათვის ასევე დაჯილდოვდა დიპლომით.
ვულოცავთ კოლეჯს, მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ შემოქმედებით წინსვლას, ახალ გამარჯვებებსა და პროფესიულ მიღწევებს! 

პროფესიული ორიენტაცია ადრეული ასაკიდან – სტუმრობა სამუსიკო კოლეჯში

პროფესიების გაცნობა – წარმატებული კარიერისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი
მომავალი კარიერის არჩევისა და სხვადასხვა პროფესიის გაცნობა ადრეული ასაკიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ მიზნით განხორციელებული კამპანიის ფარგლებში სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯს ესტუმრნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ვარიანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯი, სასწავლო აუდიტორიები, გაეცნენ პროფესიულ საგანმანათლებლო გარემოს, სასწავლო პროცესს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს. მათ მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და იმ პერსპექტივების შესახებ, რომლებიც კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულების შემდეგ ეძლევათ.
განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი პროფესიული სტუდენტები მიღებულ ცოდნას უკვე წარმატებით იყენებენ პრაქტიკაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია ეკა იმერლიშვილი, რომელიც დღეს ზემოხსენებული მოსწავლეების პედაგოგია და საკუთარი პროფესიული საქმიანობით ადასტურებს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და ეფექტიანობას.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებში პროფესიული განათლების მიმართ ინტერესის გაზრდას, პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებას და მომავალი კარიერული არჩევანის გაცნობიერებულად დაგეგმვას.

თემატური კონცერტი – „საცეკვაო მუსიკა“

 სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა თემატური კონცერტი „საცეკვაო მუსიკა“, რომელშიც მონაწილეობდნენ კოლეჯის მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და პედაგოგები.
საღამოზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მუსიკალური და სცენური ნომრები, რომლებმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. მონაწილეებმა მაღალი პროფესიონალიზმითა და შემოქმედებითი ენთუზიაზმით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები, რამაც კონცერტს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.
კონცერტმა წარმატებით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ემოციები აჩუქა.