26 დეკემბერი 15:00 საათი

26დეკემბერს, 15:00 საათზე, ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება პროფესიული სტუდენტებისა და კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეების ღია კონცერტი.
დასწრება თავისუფალია, გთხოვთ მობრძანდეთ.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებსა და შემოქმედებით წინსვლას!

სსიპ-ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში სასწავლო პროცესი 2025 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის დაიწყება 2025 წლის 25 ნოემბერს 11:00 სათზე.
 გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებსა და შემოქმედებით წინსვლას!

საკონსულტაციო შეხვედრა

ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა 2025 წლის საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის. შეხვედრას უძღვებოდნენ მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების — „პიანისტ-აკომპანიატორი“ და „მუსიკის რეპეტიტორი“ — ხელმძღვანელები, ქ-ნი თამარ მშვიდობაძე, ქ-ნი ლელა ანთია და კოლეჯის სასწავლო პროცესის მენეჯერი, ქ-ნი დალი ნასუაშვილი.
შეხვედრა გაიმართა აპლიკანტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში.

7 ოქტომბერს 14:00 საათზე

2025 წლის საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ, 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო  კოლეჯში გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა.
გთხოვთ, მობრძანდეთ.