ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი

ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის გამარჯვებული A კატეგორიისა და გრან-პრის მფლობელი გახდა  გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი.

ხელმძღვანელი:ნინო წიკლაური

პედაგოგი: თამარ ხანიშვილი

კონცერტმაისტერი: მთვარისა ბერძნიშვილი

 

 

 

თბილისის საგუნდო მუსიკის XIII საერთაშორისო ფესტივალი

გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი ხელმძღვანელი - ნინო წიკლაური

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გამოსვლა და კმაყოფილი მსმენელი.

წარმატებით დასრულდა თბილისის საგუნდო მუსიკის XIII საერთაშორისო ფესტივალი. 

ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსი

12 მაისს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის II ფინალური ტური. კონკურსში წარმატებით მონაწილეობდა გორის  ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის უმცროსკლასელთა და გაერთიანებულ გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით.

კონკურსის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი

 ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი თბილისის საგუნდო მუსიკის XIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 9 მაისს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარსდგება მაყურებლის წინაშე. გელით ჩვენს გულშმატკივრებს.
დასწრება თავისუფალია.