საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსი გალა კონცერტი და დაჯილდოება

თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსი, გალა კონცერტი და დაჯილდოება, სადაც გრან-პრი და სხვადასხვა ნომინაციაში საპრიზო ადგილები გადაეცათ გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებულ სემინარიის გოგაონათა და ბავშვთა გუნდს.
დიპლომი ნომინაციაში, საუკეთესო დირიჟორი/ქორმაისტერი გადაეცა ნინო წიკლაურს.
დიპლომი ნომინაციაში, ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა ნინო წიკლაურს.
გრან-პრი გადაეცა ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო სემინარიის გოგონათა გუნდს ხელმძრვანელი- ნინო წიკლაური.
ვერცხლის მედალი და ლაურეატის წოდება მიენიჭა ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო სემინარიის უმცროსკლასელთა გუნდს ხელმძღვანელი-ნინო წიკლაური.
მადლობას ვუხდით გორის გოგონათა და ბავშვთა გუნდს მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო წიკლაურს ასეთი დიდი წარმატებისთვის.

კამერული მუსიკის კონცერტი და მასტერკლასები

მუსიკალური პროექტი ,,კამერული მუსიკის კონცერტი და მასტერკლასები'' წარმატებით გაიმართა გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში, მასტერკლასებში მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო კელეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეებმა.
პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და არაჩვეულებრივ შემსრულებლებს: ალტი - თეა ბახტაძე, ფორტეპიანო -  ნათია ბერაია, კლარნეტი- დიმიტრი ბოქოლიშვილი. 
 

2023 წლის 17 ოქტომბერს 15:00 საათზე

ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ,,კამერული მუსიკის კონცერტი და მასტერკლასები''

 

,,საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2023''

გორში გამართული ,,საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2023'' საზეიმო ვითარებაში დასრულდა  საქართველოს სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის ვარსკვლავის გახსნით.

შალვა მოსიძე - ქართველი საგუნდო დირიჟორი, ქორმაისტერი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის  პროფესორ-ემერიტუსი, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის ორგზის კავალერი , ქ. გორის საპატიო მოქალაქე. 2013 წელს დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.

1970 წელს (სანდრო კაჭარავასთან ერთად) დააარსა „გორის გოგონათა გუნდი“ (შემდგომში „გორის ქალთა გუნდი“).

1970-2013 წლებში, 43 წლის განმავლობაში იყო „გორის ქალთა გუნდის“ უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.