პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

სსიპ-ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი აცხადებს მიღებებს შემდეგ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
პიანისტ - აკომპანიატორი, სწავლის ხანგრძლივობა-28 თვე:
მუსიკის რეპეტიტორი , სწავლის ხანგრძლივობა -20 თვე.
პროფესიული პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამავრებულს ენიჭება -,,უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სამუსიკო ხელოვნებაში
Higher Vocational Qualification in Music Art ''
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება,შემოქმედებითი ტური.
კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩარიცხული სტუდენტები ერთჯერადად თავისუფლდებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან.
რეგისტრაცია მიმდინარეობს
28 აპრილიდან- 20 მაისის ჩათვლით
ონლაინ, ვებგვერდზე – https://vet.emis.ge/#/
პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით,კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით,ან გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე
მისამართი: ქ.გორი სამეფო ქუჩა N17
0370 27 35 11 ;   577 55 72 71
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

RIGA SINGS -2025

ხელდამშვენებულები,ბედნიერები და კიდევ უფრო წარმატებულები დაუბრუნდნენ მშობლიურ ქალაქს
 ,,RIGA SINGS -2025'' 
  საგუნდო საერთაშორისო კონკურს ფესტივალი 
 გრან-პრი იმანტ კოკარსის სახელობის კონკურსის მთავარი პრიზი.
ოქროს დიპლომი -ახალგაზრდული გუნდების კატეგორიაში
 ნომინაცია „საუკეთესო დირიჟორი“ -ნინო წიკლაური
ნინო წიკლაური

საერთაშორისო საგუნდო კონკუსრ ფესტივალი ,,RIGA SINGS -2025''

ლატვიის დედაქალაქ რიგაში 3-7 აპრილს გაიმართა საგუნდო საერთაშორისო კონკუსრ ფესტივალი ,,RIGA SINGS -2025'' სადაც 12 ქვეყნიდან 30-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა .
საქართველოდან მონაწილეობა მიიღო გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა გოგონათა გუნდმა. დირიჟორი ნინო წიკლაური.
გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონთა გუნდი კონკურსის მთავარი პრიზის იმანტ კოკარსის სახელობის გრან-პრის მფლობელი გახდა.
ახალგაზრდული გუნდების კატეგორიაში გოგონათა გუნდმა პირველი პრემია და ოქროს მედალი მოიპოვა,
ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო დირიჟორი“ ნინო წიკლაურმა გაიმარჯვა.
მადლობას ვუხდის მხარდაჭერისთვის!
მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის! გორის გოგონათა გუნდი / Gori Girls' Choir ნინო წიკლაური
 
 

ნ.სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა კონცერტი

გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯმა უმასპინძლა, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებს!
დღეს გამართულმა კონცერტმა საფუძველი ჩაუყარა ორი მუსიკალური და კულტურული ორგანიზაციის
დამეგობრებას და შემდგომში თანამშრომლობის გაგრძელებას!
მადლობა კონცერტის ორგანიზატორებს და მოსწავლეებს არაჩვეულებრივი საღამოსთვის!