23 მაისს, ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია-ის პროექტი — „ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა საგანმანათლებლო შეხვედრა-კონცერტი“.
ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს და თავადაც მოესინჯათ საკრავებზე დაკვრა, რამაც მათში განსაკუთრებული ინტერესი და ემოციები გამოიწვია.
ღონისძიებამ განსაკუთრებულად თბილ და შემოქმედებით გარემოში ჩაიარა, დამსწრე საზოგადოებას კი ემოციებითა და კლასიკური მუსიკის ჰანგებით სავსე დაუვიწყარი საღამო აჩუქა.
გულითად მადლობას ვუხდით კონცერტის ორგანიზატორებს ამ შთამბეჭდავი, საინტერესო და შემეცნებითი მუსიკალური შეხვედრისთვის.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტრო-ს მხარდაჭერით.
