ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდის გამოსვლა ამერიკის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, ამერიკა!
Happy Independence Day, America!

პროფესიული სტუდენტებისა და სემინარიის მოსწავლეების ღია კონცერტი

 ქალაქ გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა პროფესიული სტუდენტებისა და სემინარიის მოსწავლეების ღია კონცერტი.
კონცერტმა წარმატებით ჩაიარა.
დიდი მადლობა კოლეჯის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, პროფესიული პროგრამის სტუდენტებსა და სემინარიის მოსწავლეებს ასეთი ლამაზი და შთამაგონებელი საღამოსთვის.

,,ღია კონცერტი''ეტიუდების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება

ქალაქ გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეთა „ღია კონცერტი“, კოლეჯის დირექტორმა, ქალბატონმა ნაიკო მანჯავიძემ, ეტიუდების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს — I, II და III საპრიზო ადგილების მფლობელებს — პირადად გადასცა სამახსოვრო სიგელები, წარმატებისა და შემოქმედებითი განვითარების სურვილით.

27 ივნისს, 15:00 საათზე, პროფესიული სტუდენტებისა და კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეთა „ღია კონცერტი“

27 ივნისს, 15:00 საათზე, ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება პროფესიული სტუდენტებისა და კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეების ღია კონცერტი.
დასწრება თავისუფალია, გთხოვთ მობრძანდეთ.