ედუარდ გრიგის სახელობის II საერთაშორისო კონკურსი

გერმანის ქალაქ ლაიპციგში გაიმართა ედუარდ გრიგის სახელობის II საერთაშორისო კონკურსი. კონკურსის ლაურეატის წოდება და მეორე ადგილი მოიპოვა კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის III კლასის მოსწავლემ სესილი თოთლაძემ ვულოცავთ პატარა სესილის და მის მასწავლებელს ქ-ნ თინათინ ბერუაშვილს და ვუსურვებთ წარმატებებს!

საგუნდო მუსიკის სერთაშორისო ფესტივალი

27-30 სექტემბერს, 19:00 საათზე გორში გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროებში, ასევე ვებგვერდის - biletebi.ge საშუალებით.

 

 

საკონსულტაციო შეხვედრები მუსკის თეორიაში

გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში 12 და 15 სექტემბერს გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები მუსიკის თეორიაში
 

2023 წელი 15 სექტემბერი

სსიპ-ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში სასწავლო პროცესი დაიწყება 2023 წლის 15 სექტემბერს! 

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გისურვებთ წარმატებებს!