26 აპრილი 19:00 საათი


თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი / Tbilisi Choral Music Festival
გორის გოგონათა გუნდი / Gori Girls' Choir
კონცერტი გაიმართება თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში.
მისამართი: გ.აბესაძის N4
არ გამოტოვოთ,კონცერტზე დასწრება თავისუფალია!

22 აპრილი

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნული კონკურსი გაიმართა გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში.
მონაწილეობა მიიღეს:
1. სსიპ ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის უმცროსკლასელთა გუნდი ხელმძღვანელი ნინო წიკლაური კონცერტმეისტერი მთვარისა ბერძნიშვილი.
2. ააიპ გორის მუნიციპალიტეტის ატენის სამუსიკო სკოლის უმცროსკლასელთა გუნდი, ხელმ: თეა ბზიშვილი კონცერტმეისტერი მაია მასურაშვილი
3. სსიპ ზაზა ბირთველიშვილის სახელობის ქ.გორის N7 საჯარო სკოლა ხელმ: მაია ბიძინაშვილი კონცერტმეისტერი თამაზ აბრამიძე
4. ქ.გორის მეცნიერთა სკოლის გუნდი. ხელმ:ზალინა ბერიანიძე
5.სსიპ ქ.ხაშურის ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ,,რე,ფა,ლა,სი'' ხელმ:ნანა ლორთქიფანიძე
6.რუისის ხელოვნების სკოლის ფოლკლორული გუნდი ,,მროვი'' ხელმ: გიორგი ნოზაძე
7. ქ.კასპის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საეკლესიო სიმღერა გალობის შემსწავლელი წრის მოსწავლეთა ანსამბლი. ხელმ:ლალი კალატოზიშვილი
8.ქ.ხაშურის მუნიციპალიტეტთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული გუნდი,,ქართლი'' ხელმ:გიორგი შუბითიძე
9.ქ.ხაშურის წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახეობის სკოლასთან არსებული მგალობელთა ანსამბლი ,,მარგალიტები'' ხელმ: ნანა ჯოხაძე
 

22 აპრილი - 16 მაისი საგაზაფხულო მიღება პროფესიულ პროგრამებზე

სსიპ-ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი აცხადებს მიღებებს შემდეგ  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
პიანისტ - აკომპანიატორი, სწავლის ხანგრძლივობა-28 თვე:
მუსიკის რეპეტიტორი , სწავლის ხანგრძლივობა -20 თვე.
პროფესიული პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამავრებულს ენიჭება -,,უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სამუსიკო ხელოვნებაში
Higher Vocational Qualification in Music Art ''
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება,შემოქმედებითი ტური.
კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩარიცხული სტუდენტები ერთჯერადად თავისუფლდებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
საჯარო ან/და კერძო სექტორი,როგორც მცირე ,ისე საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები;
კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები (დაწყებითი საფეხური);
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;
მუსიკალური და თეატრალური სტუდიები;
შემოქმედებითი კოლექტივები;
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ);
მუსიკალური,სახელოვნებო ან/და ფართო პროფილის ორგანიზაციები; ტელევიზია, კინოწარმოება, თეატრი, მუსიკალური სასწავლო სტუდია, თეატრალური სასწავლო სტუდია, ხმის ჩამწერი სტუდია, საპროდიუსერო ცენტრი;
ასევე შეუძლია იყოს თვითდასაქმებული და ეწეოდეს კერძო პროფესიულ პრაქტიკას.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 22 აპრილიდან 16 მაისის10  ჩათვლით.! https://vet.emis.ge/#/

11 აპრილი

ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯმა და გორის გოგონათა სამუსიკო გუნდმა, თბილისი საგუნდო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალის / Tbilisi Choral Music Festival ფარგლებში უმასპინძლა ქ.რიგის პირველი სამუსიკო სკოლის ვაჟთა გუნდს და თბილისის 28-ე ხელოვნების სკოლის გუნდს ,,ბიჭები''.