საკონსულტაციო შეხვედრა

ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა 2025 წლის საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის. შეხვედრას უძღვებოდნენ მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების — „პიანისტ-აკომპანიატორი“ და „მუსიკის რეპეტიტორი“ — ხელმძღვანელები, ქ-ნი თამარ მშვიდობაძე, ქ-ნი ლელა ანთია და კოლეჯის სასწავლო პროცესის მენეჯერი, ქ-ნი დალი ნასუაშვილი.
შეხვედრა გაიმართა აპლიკანტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში.