საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნული კონკურსი

 საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნული კონკურსი 
 აკადემიური საგუნდო სიმღერა
 კონკურსი გაიმართა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია-ში, სადაც მონაწილეობა მიიღო გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა სემინარიის ბავშვთა გუნდმა.
 გალა-კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია 24 მაისს გაიმართება.
ვუსურვებთ წარმატებას კონკურსის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი გორის გოგონათა გუნდს — ღირსეულად წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი, შრომა და სიყვარული ქართული საგუნდო ხელოვნების მიმართ! 
 
 
 
 

თბილისის საგუნდო მუსიკის XVI ფესტივალი

თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი / Tbilisi Choral Music Festival

@ნინო წიკლაური 

@გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი 

 

 

პროფესიული განათლების გაცნობა ადრეულ ასაკში — ვიზიტი სამუსიკო კოლეჯში

 დღეს, ქ. გორში, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯს სტუმრობდნენ
გორის მუნიციპალიტეტის ქახვრელის ბაგა-ბაღის აღსაზრდელები.
 პატარებს მასპინძლობდა მუსიკის პედაგოგი, კოლეჯის პროფესიული სტუდენტი — ნონა გაბინაშვილი, რომელიც დღეს უკვე თავად ზრდის მომავალ პატარა მუსიკოსებს.
 ვიზიტის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო გარემოს:
 დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები და სარეპეტიციო სივრცეები
 გაეცნენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს და მათი გამოყენების შესაძლებლობებს
 დაესწრნენ უმცროსკლასელთა გუნდის სასწავლო რეპეტიციას
 განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სცენურმა გარემომ — პატარებმა სცენაზე პირველი ნაბიჯები გადადგეს და პედაგოგთან ერთად სიმღერაც შეასრულეს.
 აღნიშნული ვიზიტი მათთვის არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ პროფესიული მუსიკალური განათლების გაცნობის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.
 სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი მომავალ მუსიკოსებს პროფესიულ გარემოში ზრდის და უყალიბებს იმ უნარებს, რომლებიც მათ შემოქმედებით და კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

 გორში, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

 ღონისძიება განხორციელდა გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას კურთხევითა და ინიციატივით,
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სტუდია „ოქონას“ თანადაფინანსებით.

 საღამოში მონაწილეობა მიიღო
სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა გორის გოგონათა გუნდმა,
რომელმაც შეასრულა პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლები:

„წმინდაო ღმერთო“
 „ალილუია“
„დავიღალე“

ეს იყო სულიერი და ემოციური საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა მსმენელი პატრიარქის შემოქმედებისა და ხსოვნის გარშემო.