სტუმრად ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში

გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდნენ გორის მე-11 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. პატარა აღსაზრდელებმა დაათვალიერეს კოლეჯის შენობა, შეხვდნენ კოლეჯისა და სემინარიის პედაგოგებს, გაეცვნენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ასევე დაესწრნენ გორის გოგონათა გუნდის უმცროსკლასელთა რეპეტიციას, სადაც გორის გოგონათა გუნდმა შეასრულა მუსიკალური ნომრები. შეხვედრამ თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.