სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა თემატური კონცერტი „საცეკვაო მუსიკა“, რომელშიც მონაწილეობდნენ კოლეჯის მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და პედაგოგები.
საღამოზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მუსიკალური და სცენური ნომრები, რომლებმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. მონაწილეებმა მაღალი პროფესიონალიზმითა და შემოქმედებითი ენთუზიაზმით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები, რამაც კონცერტს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.
კონცერტმა წარმატებით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ემოციები აჩუქა.
ღონისძიებას უძღვებოდა კოლეჯის პედაგოგი ქალბატონი ნინო ლობჟანიძე
