23 მაისს, 15:00 საათზე, ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროექტი — „ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა საგანმანათლებლო შეხვედრა-კონცერტი“.
ღონისძიება კლასიკური მუსიკის მოყვარულებს საინტერესო და გამორჩეულ მუსიკალურ საღამოს ჰპირდება.
გელით ყველას!
დასწრება თავისუფალია.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტრო-ს მხარდაჭერით.
