2021 წლის მიღების აპლიკანტთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ კოლეჯში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 8 ოქტომბერი.

ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლა დაიწყება მიმდინარე წლის 8 ნოემბერს!

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

 გაცნობებთ რომ,
  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა შერჩევის პროცესი გრძელდება და 26 სექტემბერს დასრულდება.
  • შერჩევის საბოლოო შედეგები აპლიკანტებს 1-ლ ოქტომბრამდე ეცნობებათ პორტალზე: https://vet.emis.ge/#/
  • 1-დან 10 ოქტომბრამდე აპლიკანტებმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა წარადგინონ ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
  • იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს ერთდროულად რამდენიმე პროგრამაზე აქვს ჩარიცხვის შესაძლებლობა, უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი სასურველი პროგრამა და ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარადგინოს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

საგანამანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ!

საგამოცდო ცენტრებისა და ტესტირების ზუსტი თარიღების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს https://vet.emis.ge/,
 
გაიარეთ ავტორიზაცია, შეამოწმეთ თქვენი პროფაილი და განახლებული საგამოცდო ბარათი.
 
შეკითხვების შემთხვევაში დაგვეკონტაქტეთ და გაგიწევთ კონსულტაციას.
 
გისურვებთ წარმატებებს!
 

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის!

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება 6 და 7 სექტემბერს რეგიონებში მიმდინარეობს,13-14 სექტემბერს კი თბილისში ჩატარდება.

 მინისტრ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, ის აპლიკანტები, რომლებიც COVID-19-ის დადასტურების გამო ვერ შეძლებენ ტესტირებაზე (ზოგადი უნარები, ქიმია-ბიოლოგია) გამოცხადებას, კონკურსს არ გამოეთიშებიან. თითოეულ შემთხვევას სამინისტროს სპეციალური კომისია განიხილავს.

აღნიშნულმა პირებმა დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..

 
 ვრცლად იხილეთ: http://stratcom.gov.ge/s/56cc9

ს