კონკურსის გამარჯვებულები

ქართული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირი ,,ჰარმონიის" მიერ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სიდეში 2022 წლის 1-9 მაისს ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი-ფესტივალი , სადაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეებმა: ხატია მამულაშვილმა და მეგი ცისკაძემ(მე-10 კლასი), მოიპოვეს მეორე პრემია და ლაურეატის დიპლომი, ხოლო მე-11 კლასის მოსწავლე ტრისტან გობოზაშვილი პირველი პრემიის ლაურეატი გახდა.
პედაგოგი, პროფესორი ანზორ შომახია
კონცერტმეისტერი თამაზ აბრამიძე
 
 

კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი

 

2022 წლის 25 მარტს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი,

რომელიც მიეძღვნა უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას.

 

ნანატრი როიალი "Yamaha" უკვე ჩვენს საკონცერტო დარბაზშია

 
სსიპ - ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი მონაწილეობდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამართულ კონკურსში
 
,,სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტის განახლება".
 
შორეული ,,მოგზაურობის" შემდეგ ნანატრი როიალი "Yamaha" უკვე ჩვენს საკონცერტო დარბაზშია.
 
 
 
 

კოლეჯის სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი

2021 წლის 29 ივნისს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა

კონცერტი.

 

კონცერტი მიმდინარეობდა COVID-19 გათვალისწინებული ყველა რეგულაციების დაცვით.