16.10.2019 მუსიკალურ-გასართობი სატელევიზიო კონკურსი „საქართველოს ვარსკლვლავი“.

 

2019 წლის 16 ოქტომბრიდან სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდის წევრი

თამარ კაკალაშვილი მონაწილეობას ღებულობს მუსიკალურ-გასართობ სატელევიზიო კონკურსში

„საქართველოს ვარსკლვლავი“.

 

19.10.2019 კოლეჯის პედაგოგის დიანა როსტომაშვილის შემოქმედებითი საღამო

2019 წლის 19 ოქტომბერს გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა
სსიპ - ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის პედაგოგის დიანა როსტომაშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელიც მიეძღვნა ქალბატონი დიანას 70 წლისთავს.
 
კონცერტში მონაწილეობდენ:
 
სამუსიკო კოლეჯის პედაგოგები: ლალი ჯავახიშვილი, ლელა ანთია, თამაზ აბრამიძე.
კოლეჯის კურსდამთავრებულები: გიორგი მოციქულაშვილი, ვანო მურადელი, დავით და იოსებ დარბაიძეები, კოლეჯის სტუდენტი ნათია ზაზაძე და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით.
 
საღამოს უძღვებოდა გორის საპატიო მოქალაქე, ბატონი რობერტ მაღლაკელიძე.
 

29.06.2019 კოლეჯის სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა საანგარიშო კონცერტი

2019 წლის 29 ივნისს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

კოლეჯის სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა საანგარიშო კონცერტი.

 

22.06.2019 საქველმოქმედო ღონისძიება „გიორგი მახარაძისთვის“

 

2019 წლის 22 ივნისს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება „გიორგი მახარაძისთვის“, სადაც მონაწილეობა მიიღო 

სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა გოგონათა გუნდმა-ხელმძღვანელი ნინო წიკლაური.