15.11.2019 ტრენინგი "სამუსიკო დისციპლინების სწავლების მოდერნიზება უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო საგნმანათლებლო დაწესებულებებში"

2019 წლის 15 ნოემბერს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და
სსიპ-ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ინიციატივით
სამუსიკო კოლეჯში ჩატარდა ტრენინგი
 
"სამუსიკო დისციპლინების სწავლების მოდერნიზება უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო საგნმანათლებლო დაწესებულებებში"
 
შიდა ქართლის სოლფეჯიოს მასწავლებლებისთვის.
 
 

16.10.2019 მუსიკალურ-გასართობი სატელევიზიო კონკურსი „საქართველოს ვარსკლვლავი“.

 

2019 წლის 16 ოქტომბრიდან სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდის წევრი

თამარ კაკალაშვილი მონაწილეობას ღებულობს მუსიკალურ-გასართობ სატელევიზიო კონკურსში

„საქართველოს ვარსკლვლავი“.

 

19.10.2019 კოლეჯის პედაგოგის დიანა როსტომაშვილის შემოქმედებითი საღამო

2019 წლის 19 ოქტომბერს გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა
სსიპ - ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის პედაგოგის დიანა როსტომაშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელიც მიეძღვნა ქალბატონი დიანას 70 წლისთავს.
 
კონცერტში მონაწილეობდენ:
 
სამუსიკო კოლეჯის პედაგოგები: ლალი ჯავახიშვილი, ლელა ანთია, თამაზ აბრამიძე.
კოლეჯის კურსდამთავრებულები: გიორგი მოციქულაშვილი, ვანო მურადელი, დავით და იოსებ დარბაიძეები, კოლეჯის სტუდენტი ნათია ზაზაძე და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით.
 
საღამოს უძღვებოდა გორის საპატიო მოქალაქე, ბატონი რობერტ მაღლაკელიძე.
 

15.10.2019 ახალ მოდულურ პროგრამებზე რეგისტრანტთა საყურადღებოდ!

 
 
გაცნობებთ, რომ ქ.გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში ახალ მოდულურ პროგრამებზე რეგისტრანტებისათვის შემოქმედებითი ტურები ჩატარდება
 
ხვალ 16 ოქტომბერს 12 საათზე!