07-10.12.2020 პროფესიული განათლების კვირეული (Skills Week Georgia)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში Skills4Jobs პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების: GIZ, UNDP/ SDC, WB/GGF, ADB, ETF,  საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით, იმართება პროფესიული განათლების კვირეული (Skills Week Georgia).   

კვირეულის ფარგლებში, გაიმართა ოთხდღიანი ონლაინ კონფერენცია, რომელზეც განხილული იქნა პროფესიული განათლების გამოწვევები Covid-19-ის ფონზე, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები, პანდემიის პირობებში სამუშაო ძალის განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის სირთულეები, გადაჭრის გზები და სამომავლო პერსპექტივები. ღონისძიებაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ახალი პროექტები.  

  • 7 დეკემბერი ახალი გამოწვევები და გადაჭრის გზები Covid-19-ის ფონზე 
  • 8 დეკემბერი  - კერძო სექტორის როლი უნარების განვითარების პროცესში Covid- 19-ის ფონზე 
  • 9 დეკემბერი  - ევროკავშირის განათლებისა და დასაქმების პროგრამა - ახალი შესაძლებლობები 
  • 10 დეკემბერი - ინოვაციური სწავლება, მასწავლებლის ახალი როლი Covid-19 ფონზე 

კონფერენცია მიმდინარეობდა ZOOM ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.