იპოვე შენი პროფესია

  • სწავლა კეთებით - ეს არის მარტივი და უმოკლესი გზა, იპოვო შენი პროფესია, თეორიულ განათლებასთან ერთად მიიღო პრაქტიკული უნარები, დასაქმდე და გახდე კონკურენტუნარიანი კადრი შრომის ბაზარზე.
  • ფეისბუქ ჯგუფის მიზანია, ხელი შევუწყოთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და გაძლიერებას საქართველოში. დავეხმაროთ ახალგაზრდებს, იპოვონ შესაფერისი პროფესია, შეარჩიონ პროფესიული კოლეჯები და გახდნენ წარმატებულები.
  • პროფესიული კოლეჯების შესახებ ყველაზე მეტს გაიგებთ აქ. გაგიზიარებთ წარმატებული ადამიანების ისტორიებს, გირჩევთ კოლეჯებს, სადაც შეგიძლიათ გახდეთ პროფესიონალი მკერავი, ჟურნალისტი, მებაღე, ინჟინერი, IT სპეციალისტი, გრაფიკული დიზაინერი, მზარეული და ასე შემდეგ.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია-პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც 9 ან 12 კლასი აქვს დასრულებული, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. სწავლას სახელმწიფო 100% აფინანსებს, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ისწავლით და სახელმწიფო გადაიხდის თქვენს მაგივრად.
  • შემოგვიერთდით და მოიწვიეთე მეგობრები!

კოლეჯის სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი

2021 წლის 29 ივნისს სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში გაიმართა

კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა და კოლეჯთან არსებული სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა

კონცერტი.

 

კონცერტი მიმდინარეობდა COVID-19 გათვალისწინებული ყველა რეგულაციების დაცვით.

 

გელით ყველას IEFG განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

გაეცანი მონაწილე პროფესიული კოლეჯების ჩამონათვალს, ამოარჩიე შენთვის საინტერესო სასწავლებლები და ჩაინიშნე მათი პრეზენტაციების და კითხვა-პასუხის სესიების საათები
  •  მოამზადე მონაწილეებისთვის დასასმელი შეკითხვები და შეუერთდი კითხვა-პასუხის სესიებს უშუალოდ კოლეჯის წარმომადგენელთან
  •  დაათვალიერე „თემატური ოთახები“, სადაც ბევრი საინტერესო თემის გარშემო დაგეგმილ პრეზენტაციას და დისკუსიას შეგიძლია შუერთდე
  • არ გამოტოვო მთავარ სივრცეში გამოცდების ცენტრის წარმომადგენლის პრეზენტაცია
  •  თვალყური ადევნე გამოფენის პარალელური ღონისძიებების პროგრამას სადაც ყოველდრიურად ემატება ძალიან საინტერესო სპიკერების და პრეზენტაციების ჩამონათვალი
34 პროფესიული სასწავლებელი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე:
ა.ა.იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი Railway Transport College
გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი
კოლეჯი "ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია"
ბათუმის სამედიცინო აკადემია
კეონი აკადემია
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი
კოლეჯი "იბერია"
 
გაიარე რეგისტრაცია: https://educationfair.ge/
 27-28 მაისი
11:00-19:00 სთ
 
 
 

IEFG განათლების XI საერთაშორისო გამოფენა

27-28 მაისს განათლების XI საერთაშორისო გამოფენა ექსპოჯორჯიას ორგანიზებით წელს პირველად
ონლაინ ფორმატში გაიმართება
 
 
   გამოფენაზე დაგხვდებათ:
• უცხოური და ადგილობრივი უნივერსიტეტები, პროფესიული კოლეჯები
• ახალი სასწავლო პროგრამები
• გაცვლითი პროგრამები
• სტიპენტდიები
• უცხო ენის სასწავლო ცენტრები
• სემინარები და თემატური ღონისძიებები
 
 200-მდე სასწავლო დაწესებულება 15 ქვეყნიდან
 
 მონაწილე ქვეყნებია:
საქართველო, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესპანეთი, ნიდერლანდები, გერმანია, აზერბაიჯანი, ბელორუსი, იტალია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი, ავსტრია, საბერძნეთი
 
   ონლაინ გამოფენაზე შეძლებთ თქვენთვის სასურველ მონაწილეებთან დაამყაროთ ტექსტური, აუდიო და ვიდეო კომუნიკაცია.