გორში გამართული ,,საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2023'' საზეიმო ვითარებაში დასრულდა საქართველოს სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის ვარსკვლავის გახსნით.
შალვა მოსიძე - ქართველი საგუნდო დირიჟორი, ქორმაისტერი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-ემერიტუსი, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის ორგზის კავალერი , ქ. გორის საპატიო მოქალაქე. 2013 წელს დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.
1970 წელს (სანდრო კაჭარავასთან ერთად) დააარსა „გორის გოგონათა გუნდი“ (შემდგომში „გორის ქალთა გუნდი“).
1970-2013 წლებში, 43 წლის განმავლობაში იყო „გორის ქალთა გუნდის“ უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.