თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი

 ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი თბილისის საგუნდო მუსიკის XIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 9 მაისს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარსდგება მაყურებლის წინაშე. გელით ჩვენს გულშმატკივრებს.
დასწრება თავისუფალია.
 

ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსი

27 აპრილს ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დიდ დარბაზში გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის პირველი, ზონალური ტური. კონკურსში მონაწილეობდნენ შიდა ქართლის სამუსიკო, საჯარო და სამგალობლო სკოლების საგუნდო კოლექტივები.
II ტური - ფინალი გაიმართება 12-13 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში.

🎤

1 აპრილი

1 აპრილს ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართება შიდა ტრენინგი პროფესიულ განათლების  მასწავლებლებთან, თემაზე შეფასების სისტემის საკითხები. 

21 მარტი

ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა ტრენინგი ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის საკითხებზე და შრომითი უფლებების დაცვაზე. ტრენინგს ესწრებოდნენ პროფესიული განათლების სტუდენტები, წარმდგენი ნუგზარ კოჭლაშვილი