8 ნოემბერი

ყურადღება !

2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ! 

 სსიპ - ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ,,პიანისტ-აკომპანიატორი'', ,,მუსიკის რეპეტიტორი''

სწავლა დაიწყება 2022 წლის 8 ნოემბერს. 

გთხოვთ გამოცხადდეთ კოლეჯში 12:00 საათზე!

გისურვებთ წარმატებებს!

4 ნოემბერი

ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კელეჯში გაიმართა შეხვედრა  2022 წელს ჩარიცხულ სტუდენტებთან. 

შეხვედრას უძღვებოდა კოლეჯის სასწავლო პროცესის მენეჯერი დარეჯან ნასუაშვილი.

შეხვედრაზე ისაუბრეს მოდულურ საგანმანათლებრო პროგრამებზე,

პროგრამაში შემავალ მოდულებზე და  ხანგრძლივობაზე. 

თბილისის კულტურის კვირეული

3 ნოემბერს თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა უკრაინას. 

მონაწილეობდნენ  საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სოლისტები : ნინო ქათამაძე,    უკრაინელი ცნობილი მომღერალი Katya Chilly,

 ქ.გორის ს.ცინცაძის სახელობს სამუსიკო კოლეჯთან არსებული სემინარიის გოგონათა გუნდი 

მთავარი დირიჟორი:ნინო წიკლაური

კონცერტზე შესრულდა ქართული და უკრაინული ნაწარმოებები.

,,საგუნდო მუსიკის კონცერტები''

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ

კონცერტების ციკლი სახელწოდებით ,,საგუნდო მუსიკის კონცერტები''

სადაც მონაწილეობა მიიღეს ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან 

არსებული სემინარიის გოგონათა  გუნდმა.

მთავარი დირიჟორი:ნინო წიკლაური