სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება

სსიპ ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა: ნათია ოთინაშვილმა, მარიამ გიგუაშვილმა, ნანა ნოძაზემ და ეკატერინე დეკანოსიძემ წარმატებით გაიარეს სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება და გადაეცათ სერტიფიკატები. 

Junior Achievement Georgia • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო

 The Entrepreneurial Skills Pass (ESP) არის სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირების პროგრამა ევროპაში დამკვიდრებული სტანდარტებით 15-დან 25 წლამდე ასაკის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის; „მეწარმეობის“ პროგრამის გავლა შესძენს საჭირო უნარ-ჩვევებსა დაკომპეტენციებს, რაც დაეხმარება საკუთარი ბიზნესის დაწყებაში ან წარმატებით დასაქმებაში.  ESP ჩაბარებით დასტურდება, რომ მოსწავლე / სტუდენტი ფლობს მეწარმეობრივ უნარებს და კომპეტენციებს, რაც კონკურენტულ უპირტესობას სძენს მას სამუშო ბაზარზე შესვლისას, ზრდის დასაქმების შანსს და დამსაქმებლებს აძლევს ნათელ სურათს პოტენციურ კანდიდატთა შესახებ.

ონლაინ გამოცდის შემდეგ მიღებული სერტიფიკატი მსოფლიოს 123 ქვეყანაშია აღიარებული, რაც ძვირფასი შენაძენია მოსწავლის/სტუდენტის სივისთვის.