პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

 
სიპ-ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი აცხადებს მიღებებს შემდეგ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
პიანისტ - აკომპანიატორი, სწავლის ხანგრძლივობა-28 თვე:
მუსიკის რეპეტიტორი , სწავლის ხანგრძლივობა -20 თვე.
პროფესიული პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამავრებულს ენიჭება -,,უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სამუსიკო ხელოვნებაში
Higher Vocational Qualification in Music Art ''
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება,შემოქმედებითი ტური.
კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩარიცხული სტუდენტები ერთჯერადად თავისუფლდებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
საჯარო ან/და კერძო სექტორი,როგორც მცირე ,ისე საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები;
კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები (დაწყებითი საფეხური);
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;
მუსიკალური და თეატრალური სტუდიები;
შემოქმედებითი კოლექტივები;
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ);
 მუსიკალური,სახელოვნებო ან/და ფართო პროფილის ორგანიზაციები; ტელევიზია, კინოწარმოება, თეატრი, მუსიკალური სასწავლო სტუდია, თეატრალური სასწავლო სტუდია, ხმის ჩამწერი სტუდია, საპროდიუსერო ცენტრი;
 ასევე შეუძლია იყოს თვითდასაქმებული და ეწეოდეს კერძო პროფესიულ პრაქტიკას.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 სექტემბრის ჩათვლით  https://vet.emis.ge/#