„ბრასი ბავშვებისთვის“ – მუსიკალური აღმოჩენების დღე
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუსიკალური ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის „ბრასი ბავშვებისთვის“ ფარგლებში, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა „ჯორჯიან ბრასის“ საკონცერტო ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა-კონცერტი.
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ლითონის ჩასაბერი საკრავების პოპულარიზაცია, მუსიკალური განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდა თაობაში ბრას-მუსიკის მიმართ ინტერესის გაღვივება.
კონცერტის ფარგლებში კოლეჯის მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება გაეცნენ ბრას-ანსამბლის მრავალფეროვან რეპერტუარს, ლითონის ჩასაბერი საკრავების შესაძლებლობებსა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს. ღონისძიებამ მსმენელს მისცა შესაძლებლობა, უფრო ახლოს გაცნობოდა ბრას-მუსიკის სამყაროს და აღმოეჩინა ახალი მუსიკალური ინტერესები.
„ბრასი ბავშვებისთვის“ ახალგაზრდებისთვის მუსიკასთან დაახლოების, ახალი ინტერესების აღმოჩენისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაცნობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებს საინტერესო და შემეცნებითი მუსიკალური შეხვედრისთვის.
