ტატო გობოზაშვილის კონცერტი

ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა თურქეთის ქალაქ სიდეში ჩატარებული ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატის, ტატო გობოზაშვილის კონცერტი. პროფესორ ანზორ შომახიას კლასი, კონცერტმეისტერი თამაზ აბრამიძე. შესრულდა ბაროკოს ეპოქის, XIX- XX საუკუნის დასავლეთ ევროპელ და ქართველ კომპოზიტორთა ქმნილებები.