პროფესიული განათლება - აირჩიე პროფესია

გიორგი ხასიშვილი გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის მეხუთე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გუნდის ლოტბარის/რეგენტის კურსდამთავრებულია.
 
გიორგი კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და ამჟამად კასპის სოფელ ქვემოჭალის კულტურის სახლის ლოტბარია. პარალელურად მუშაობს კასპის სახელოვნებო სკოლების გაერთიანებასთან დაქვემდებარებულ სახელოვნებო სკოლა-ექვსწლედში მოსწავლეთა გუნდის დირიჟორად და გორის სოფელ შავშვების ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრში მუსიკის მასწავლებლად.
 
მუშაობის ოთხი წლის მანძილზე მან თავის საგუნდო კოლექტივთან და ანსამბლთან ერთად მრავალ წარმატებას მიაღწია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება ბავშვთა და ახალგაზრდული კოლექტივების პირველ ეროვნულ კონკურსზე კატეგორიაში - ხალხური სიმღერა, მესამე ადგილი და ლაურეატის წოდება მეორე კონკურსზე და საუკეთესო პედაგოგის დიპლომი კასპის მუნიციპალიტეტის კონკურსზე.