ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსი

12 მაისს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის II ფინალური ტური. კონკურსში წარმატებით მონაწილეობდა გორის  ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის უმცროსკლასელთა და გაერთიანებულ გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით.

კონკურსის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.