2022 წლის 9 ივლისი

2022 წლის 15 ივნისი - 9 ივლისი გაიმართა საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების  XI კონკურსი. 

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეებმა.

9 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა 

გალა კონცერტი   და უმაღლესი ხარისხის დიპლომების გადაცემა .

 

უმაღლესი ხარისხის დიპლომი გადაეცა ფორტეპიანოს სპეციალობის II კლასის მოსწავლეს, 

სესილი თოთლაძეს ,   პედაგოგი- თინათინ ბერუაშვილი.

 I  ხარისხის დიპლომი მიენიჭა ფორტეპიანოს სპეციალობის

IV კლასის მოსწავლეს,   თეკლა გოგიაშვილს,  პედაგოგი - დალი ნასუაშვილი.

III ხარისხის დიპლომი გადაეცა საორკესტრო სპეციალობის IV კლასის მოსწავლეს,

ნინი გორგოძეს,  პედაგოგები: შორენა მჭედლიშვილი,  კონცერტმეისტერი - სოფო მირუაშვილი.