სამუსიკო კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს მსურველთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის ვადა

 

სსიპ - ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციის გამოცხადების და სამეთვალყურეო საბჭოში  პროფესიული განათლების  მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევნების ორგანიზების მიზნით საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ  

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის N114/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო  კოლეჯის წესდების მე–5 მუხლის ,,ი“ პუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-9 და მე-10  მუხლების     საფუძველზე:

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

  1. გამოცხადდეს სსიპ ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს მსურველთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 14 იანვრიდან 2022 წლის 24 იანვრის ჩათვლით.
  2. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 14 იანვრიდან 2022 წლის 24 იანვრის ჩათვლით.
  3. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევნები დაინიშნოს 2022 წლის 25 იანვარს.

 

  1. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული განათლების მასწავლებელთა არჩევნების ორგანიზების მიზნით შეიქმნას საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნუგზარ კოჭლაშვილი -იურისტი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) ელენე ლორთქიფანიძე -ადამიანური რესურსების მენეჯერი (კომისიის მდივანი);

გ) დარეჯან ნასუაშვილი -სასწავლო პროცესის მენეჯერი (კომისიის წევრი);

დ)  ლედი გიგაური -პროფესიული განათლების მასწავლებელი;

ე) მარინე ჯაყელი -ბიბლიოთეკარი (კომისიის წევრი);

5. დაევალოს ქსელის ოპერატორს, ქეთევან ფოცხვერაშვილს, ბრძანების გამოქვეყნება კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

6.რძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

7.ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. გორი ს. ჯორბენაძის ქ N30).

 

 

                           დირექტორი  -    ხელმოწერილია      ნადეჟდა მანჯავიძე