პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის!

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება 6 და 7 სექტემბერს რეგიონებში მიმდინარეობს,13-14 სექტემბერს კი თბილისში ჩატარდება.

 მინისტრ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, ის აპლიკანტები, რომლებიც COVID-19-ის დადასტურების გამო ვერ შეძლებენ ტესტირებაზე (ზოგადი უნარები, ქიმია-ბიოლოგია) გამოცხადებას, კონკურსს არ გამოეთიშებიან. თითოეულ შემთხვევას სამინისტროს სპეციალური კომისია განიხილავს.

აღნიშნულმა პირებმა დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..

 
 ვრცლად იხილეთ: http://stratcom.gov.ge/s/56cc9