საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალი ,,გორი 2017"

           11 ოქტომბერს, ქალაქ გორში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალი ,,გორი 2017’’.  

   ფესტივალის ორგანიზატორი - ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრი. 
        ფესტივალი გაიმართა 2017 წლის 11,12 და13 ოქტომბერს - გორის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში. 

     საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალის ისტორია 80-იანი წლებიდან იწყება და ის გორში დაფუძნდა. ფესტივალის მიზანს წარმოადგენს აკადემიური საგუნდო შემსრულებლობის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი კავშირების დამყარება, უცხოელი მუსიკოსების გამოცდილების გაზიარება და ქართული საგუნდო მუსიკის ინტეგრირება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 

   მონაწილე გუნდები: ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეთა გუნდი,თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი,ზერბაიჯანის გუნდი ,,Lumineux’’, გორის ქალთა კამერული გუნდი, აზერბაიჯანის სახელმწიფო კაპელა,ვაჟთა გუნდი ,,გორი“, სახელმწიფო ანსამბლი ,,ბასიანი’’,გორის ვაჟთა გუნდი ,,მაჩაბელა’’,ახალგაზრდული გუნდი ,,თუთარჩელა’’,თბილისის გოგონათა გუნდი. 
      ფესტივალს ყავდა საპატიო სტუმრები: პროფესორი, კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის ცენტრის დირექტორი - რუსუდან წურწუმია. მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე - მანანა ახმეტელი. მუსიკოსი, საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე, კონსერვატორიის პროფესორი. საქართველოს ეროვნული საგუნდო კაპელის საპატიო ხელმძღვანელი, საქართველსო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი - გივი მუნჯიშვილი. 
საქართველოს საგუნდო საზოგადოების დამფუძნებელი, პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ასევე ღირსების ორდენისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს - წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი - შალვა მოსიძე. კომპოზიტორი, საქართველოს სახელწიფო პრემიის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი - გია ყანჩელი. საგუნდო სადირიჟორო კათედრის პროფესორი - ავთანდილ რევიშვილი. საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე, დირიჟორი, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი - ლიანა ჭონიშვილი.

Email-Internet-PNG

საკონტაქტო ინფორმაცია

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი
მისამართი: 1400 ქ. გორი, სამეფო ქ. #17
ელ-ფოსტა: gori.college@yahoo.com; info@gorimuscollege.edu.ge
ტელეფონი: 0 (370) 27 35 11; 0 (370) 22 75 44
ფაქსი: 0 (370) 27 32 10

Шаблоны сайта