29.01.2018 სემინარი კოლეჯის სტუდენტთათვის თემებზე: გენდერული თანასწორობა - ქალთა მიმართ ძალადობა, სოციალური მედია და მედიის როლი ქსენოფობიის გავრცელებაში, კიბერბულინგი - CTRL + ALT + DELETE

   

2018 წლის 29 იანვარს სამუსიკო კოლეჯის პროფორიენტაციისა და ხარისხის მართვის სამსახურის ინიციატივით არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციის ასოციაცია “Bridge to the Future”(”ხიდი მომავლისაკენ”)-ს წარმომადგენლის მიერ კოლეჯის სტუდენტთათვის გაიმართა სემინარი თემებზე:

გენდერული თანასწორობა - ქალთა მიმართ ძალადობა, სოციალური მედია და მედიის როლი ქსენოფობიის გავრცელებაში, კიბერბულინგი - CTRL + ALT + DELETE.

   სემინარი მიმდინარეობდა დიალოგის სახით, რაც დაეხმარა სტუდენტებს წარმოდგენილი თემების სწორად გაანალიზებაში, მოეწყო ვიდეო რგოლების ჩვენებაც, ხოლო სემინარის დასასრულს  სტუდენტებს მიეცათ საშუალება დაესვათ კითხვები და დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია სემინარის დროს წამოჭრილი საკითხების გარშემო.

Email-Internet-PNG

საკონტაქტო ინფორმაცია

ორგანიზაციის დასახელება: სსიპ – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი
მისამართი: 1400 ქ. გორი, სამეფო ქ. #17
ელ-ფოსტა: gori.college@yahoo.com; info@gorimuscollege.edu.ge
ტელეფონი: 0 (370) 27 35 11; 0 (370) 22 75 44
ფაქსი: 0 (370) 27 32 10

Шаблоны сайта