დამტკიცებულია:
სსიპ ქ.გორის სულხან ცინცაძის სახელობის
სამუსიკო კოლეჯის დირექტორის
ბრძანებით
N1/61, 24.07.2020 წ.
შემოქმედებითი ტურების მოთხოვნები 2020 წლის საშემოდგომო მიღებისათვის
პიანისტ-აკომპანიატორი
სოლო პროგრამის შესრულება ფორტეპიანოზე:
ნებისმიერი ორი განსხვავებული ხასიათის ნაწარმოები სამუსიკო სკოლის რეპერტუარიდან
სოლფეჯიო
წერა -ერთხმიანი კარნახი, სმენითი ანალიზი-მაჟორისა და მინორის სამი სახეობა, მარტივი ინტერვალები, აკორდები-მაჟორული და მინორული სამხმოვანებები შებრუნებებით, დომინანტსეპტაკორდი;
ზეპირი -ერთხმიანი მელოდიის სოლფეჯირება;
მუსიკის რეპეტიტორი
სოლფეჯიო
წერა -ერთხმიანი კარნახი, სმენითი ანალიზი-მაჟორისა და მინორის სამი სახეობა, მარტივი ინტერვალები, აკორდები-მაჟორული და მინორული სამხმოვანებები შებრუნებებით, დომინანტსეპტაკორდი;
ზეპირი -კილო-ტონალობის გამღერება მყარი და მერყევი საფეხურებით, ინტერვალებისა და აკორდების აგება მოცემული ბგერიდან, აკორდული თანამიმდევრობა, ერთხმიანი მელოდიის სოლფეჯირება;
პროფესიული მუსიკის ნიმუშების გამოცნობა (წერა)
პროფესიული მუსიკის ნიმუშების ჩამონათვალი
ი.ს. ბახი - ,,კარგად ტემპერირებული კლავირი“, Ι ტომი, პრელუდია და ფუგა N1, დო მაჟორი
საორგანო ტოკატა და ფუგა, რე მინორი
გ.ფ. ჰენდელი - გუნდი ,,ალელუია“ ორატორიიდან ,,მესია“.
ქ.ვ. გლუკი - ფლეიტის სოლო ოპერიდან ,,ორფევსი“, ΙΙ მოქმ.
ი. ჰაიდნი - სიმფონია N103, მი ბემოლ მაჟორი, Ι ნაწ.
ვ. ა. მოცარტი - სიმფონია N40, სოლ მინორი, Ι ნაწ.
ოპერა ,,ფიგაროს ქორწინება“, უვერტიურა
საფორტეპიანო სონატა N11, ლა მაჟორი, ΙΙΙ ნაწილი. ,,თურქული მარში“
ლ.ვ. ბეთჰოვენი - სიმფონია N5, დო მინორი, Ι ნაწილი
სიმფონია N9, რე მინორი, IV ნაწ. საგუნდო ეპიზოდი.
საფორტეპიანო სონატა N8, დო მინორი, ,,პათეტიკური“, Ι ნაწ.
საფორტეპიანო სონატა N14, დო დიეზ მინორი., Ι ნაწ.
ფრ. შუბერტი - სიმღერა ,,სერენადა“
ჯ. როსინი - ოპერა ,,სევილიელი დალაქი“, ფიგაროს კავატინა, Ι მოქმ.
ფ. მენდელსონი - ,,საქორწილო მარში“ მუსიკიდან სექსპირის კომედიისთვის
,,ზაფხულის ღამის სიზმარი“.
ფ. შოპენი - ეტიუდი ოპ.10; N12
ჯ. ვერდი - ოპერა ,,რიგოლეტო“, ჰერცოგის სიმღერა“, ΙΙΙ მოქმ.
ოპერა ,,ტრავიატა“, ალფრედის ,,სუფრული სიმღერა“, Ι მოქმ.
რ. ვაგნერი - ოპერა ,,ლოენგრინი“, საქორწილო მარში, ΙΙΙ მოქმ.
ჟ. ბიზე - ოპერა ,,კარმენი“ კარმენის ,,ჰაბანერა“, Ι მოქმ.
ე. გრიგი - საორკესტრო სიუიტა ,,პერ-გიუნტი“ - ,,დილა“
პ. ჩაიკოვსკი - ბალეტი ,,მაკნატუნა“, ,,არაბული ცეკვა“.
კ. დებიუსი - საფორტეპიანო პიესა ,,მთვარის შუქი“
მ. რაველი - საორკესტრო პიესა ,,ბოლერო“
ქართული მუსიკა
დ. არაყიშვილი - რომანსი ,,ვარსვლავიანსა ღამეს“
ზ. ფალიაშვილი - ოპერა ,,აბესალომ და ეთერი“, საორკესტრო შესავალი
ოპერა აბესალომ და ეთერი“, ეთერის არია ,,დედინაცვალი“, Ι მოქმ.
ოპერა ,,დაისი“, საორკესტრო შესავალი
ნ. სულხანიშვილი - მწყემსის არია ,,დაიგვიანეს“ ოპერიდან ,,პატარა კახი“
რ. ლაღიძე - ოპერა ,,ლელა“ ლელას არია, Ι მოქმ.
ს. ცინცაძე - საკვარტეტო მინიატურა ,,საცეკვაო“
გ. ყანჩელი - სიმფონია N3